MMA-ს ქართველ მებრძოლს, რომან დოლიძეს, რომელიც UFC-ში მეშვიდე ორთაბრძოლას გამართავს, უნიკალური შანსი აქვს, რომ გულშემატკივრის წინაშე თავი კარგად წამოაჩინოს და დაუგეგმავ შეხვედრაში, რომელსაც ქართველი ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე დათანხმდა, გამარჯვება მოიპოვოს. დოლიძე UFC ში გამრთულ ბოლო ორ დაპირისპირებაში განსაკუთრებული იყო, რომანმა ორივე ორთაბრძოლა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო. ქართველი მებრძოლის წარმატებას UFC ეხმაურება და ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ: ბოლო ბრძოლაში გამარჯვებიდან 5 კვირის შემდეგ რომან დოლიძე ოქტაგონს უბრუნდება და ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდება. ქართველმა კარიერის საუკეთესო ჩხუბები კაილი დოკასისა და ფილ ჰოუსის წინააღმდეგ ჩაატარა. დოლიძეს საშუალო წონისთვის ზედმეტად დიდი გაბარიტები აქვს და ბრძოლას ისევ ავითარებს. რომანი პროფესიონალი MMA სპორტსმენი მხოლოდ 2016 წელს გახდა და ახლა აქვს შანსი ტიტულის კონტენდერებს შორის საკუთარი სახელი გამოაჩინოს, ცხადია, თუ ჰერმანსონს დაამარცხებს.
'ჯოკერ' გამარჯვება დოლიძეს მომავალ წელში მაგარი სერიით გადაიყვანს, დამარცხების შემთხვევაში ქართველს ვერავინ დაადანაშაულებს, რადგან ტოპ სპორტსმენს დაუგეგმავად ეჩხუბება. როცა რთულად შესასრულებელ დავალებას თანხმდები, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ შენს გამოსვლას დაველოდოთ და ვნახოთ, ისარგებლებ თუ არა უნიკალური შესაძლებლობით."
დოლიძისა და ჯეკ ჰერმანსოს ბრძოლა კვირას, 4 დეკემბერს გამთენიას გაიმართება. ქართველი მეინ ქარზე იბრძოლებს, რომელიც 7:00 საათზე დაიწყება.