მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვა. ოთხივე გუნდს თეორიული შანსი ჰქონდა იმის, რომ ჯგუფიდან გასულიყო, ამიტომაც ორივე შეხვედრა განსაკუთრებულად დაძაბული აღმოჩნდა.
არგენტინა, პირველ რიგში საკუთარ შედეგზე იყო დამოკიდებული, ამიტომაც სამხრეთ ამერიკელებისთვის გამარჯვებას ოქროს ფასი ჰქონდა. მთელი თამაშის განმავლობაში არგენტინა მასიურად უტევდა, 38 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ პოლონეთის მეკარე შესნი ლიონელ მესის შეეჯახა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომლის შესრულებაც კვლავ მესიმ ითავა, თუმცა შესნიმ არგენტინელს აუღო. მეორე ნახევარის დასაწყისში სამხრეთ ამერიკელების შეტევას გოლი მოყვა, მაკალისტერმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლით არგენტინა წინ გაიყვანა. 68-ე წუთზე კი ალვარესმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეროვნულ ნაკრებს 1/8 საგზურიც მოუპოვა.
მეორე შეხვედრაში მექსიკელებს ეტყობოდათ, რომ გამარჯვება მეტად სურდათ, სამხრეთ ამერიკელებმა შეხვედრის სტარტზევე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მთლიან შეხვედრას აკონტროლებდნენ, თუმცა გოლის გატანა უჭირდათ. მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე მარტინისმა კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და თავისი ნაკრები წინ გაიყვანა, თუმცა მექსიკელებს ჯგუფიდან გასასვლელად ეს არ ყოფნიდათ, ამიტომაც მასიური შეტევები გააგრძელეს, 5 წუტში ჩავესმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით საუდის არაბეთის კარი მეორედ აიღო. პარალელურ შეხვედრაში არსებული შედეგის გამო, მექსიკა იძულებული იყო, რომ კიდევ ერთ გოლზე ეფიქრა, მაგრამ 95-ე წუთზე ალ დავსარიმ საუდის არაბეთის სასარგებლოთ ერთი ბურთი გაქვითა, ამის მიუხედავად მექსიკელებს ერთი გოლი მაინც ყოფნიდათ, თუმცა გატანა ვერ მოახერხეს და მუნდიალს დაემშვიდობენ. საბოლოოდ კი 1/8 ფინალში ერთმანეთს არგენტინია ავსტრალია და საფრანგეთი პოლონეთი შეხვდებიან.