კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში გასარკვევი მხოლოდ მეორე გუნდის ვინაობა იყო, რომელიც პლეიოფში ითამაშებდა, რადგან საფრანგეთს პირველ ორ ტურში ავსტრალიისა და დანიის დამარცხებით შემდეგი ეტაპის საგზური განაღდებული ჰქონდა. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი ტუნის გადახალისებული შემადგენლობით ეთამაშა და ბევრისთვის მოულოდნელად 1:0 დამარცხდა. ევროპელებმა მიუხედავად შედეგისა გულშემატკივარს შესანიშნავი შეხვედრა აჩვენეს და დამაჯერებლად თამაშობდნენ 90 წუთის განმავლობაში, თუმცა, ამ შემთხვევაში გოლზე ორიენტირებული უფრო მეტად ტუნისი იყო და საბოლოოდ, მათმა მცდელობამ 58-ე წუთზე ხაზრიმ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა, თუმცა პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ავსტრალიამაც მალევე შეძლო ანგარიშის გახსნა და ჩრდილო აფრიკელებს ჯგუფიდან გასასვლელად მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან გამარჯვება არ ეყოთ. ამ ჯგუფში საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა დანიის ნაკრებმა, რომელიც წინ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც სკანდინავიელებმა ნახევარ ფინალში ითამაშეს , ბევრისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები უნდა ყოფილიყო, თუმცა დანიამ ჯგუფური ეტაპი ერთი ქულითა და ერთადერთი გატანილი გოლით დაასრულეს.