ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას დეპუტატები დღეიდან იწყებენ. ცვლილებები ძირითადად, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ეხება. თანხების მატება გათვალისწინებულია განათლებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. დოკუმენტში გაწერილია უწყებების გაზრდილი დაფინანსებაც, რის გამოც ბიუჯეტის პროექტს ოპოზიცია აკრიტიკებს.