სერიალ „უცნაური ამბების“ შემქმნელებმა მეტ და როს დაფერებმა და Netflix-მა შექმნეს ახალი კომპანია Upside Down Pictures-ი, რომელიც სერიალის სპინ-ოფს გადაიღებს.
ძმები დაფერების განცხადებით, სპინ-ოფი ძირითადი შოუსგან „1000%-ით იქნება განსხვავებული“. მათივე თქმით, ახალი პროექტი ახალი პერსონაჟების ისტორიას მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ სპინ-ოფის გადაღბაში თავად მეტ და როს დაფერები მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ვრცელდება ჭორები, თითქოს ვაპირებთ სპინ-ოფის გადაღებას თერთმეტის, სტივის ან დასტინის შესახებ... ეს არაა საინტერესო, იმიტომ რომ ამ პერსონაჟების შესახებ ძირითად შოუში მოვყევით. ასე რომ, სპინ-ოფი არ იქნება ორიგინალის მსგავსი“, - აცხადებს როს დაფერი.
„უცნაური ამბების“ პრემიერა 2016 წელს შედგა, ამ დროისთვის ბოლო, მეოთხე სეზონი კი 2022 წლის 1 ივლისს დასრულდა.ძმები დაფერების თქმით, სერიალის მეხუთე სეზონი ბოლო იქნება.