დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა მიელომა, ანუ ძვლის სიმსივნე იყო. ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენთი“ მწერლის, ჯაილეს ბრანდრეტის წიგნზე დაყრდნობით წერს. ეს უკანასკნელი, დედოფლისა და პრინცი ფილიპის მეგობარი იყო.
„მე არაერთგზის მომისმენია, რომ დედოფალს დაუსვეს მიელომას დიაგნოზი, ამით აიხსნება მისი წონაში მკვეთრი კლება და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება“ – წერს ავტორი წიგნში ელისაბედი: ინტიმური პორტრეტი“. ბრანდრეტი ამბობს, რომ დედოფალი დიაგნოზის მიუხედავად, მოვალეობის შესრულებას კარგად ართმევდა თავს და დაავადებაზე არასოდეს საუბრობდა.
შეგახსენებთ, რომ დედოფლის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ამ დრომდე, სიბერე სახელდება.