შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალების ყოველდღიურობა საქართველოში უამრავ დაბრკოლებასთანაა დაკავშირებული. ხშირად, მათ ვერ ხედავენ, არ უთმობენ სათანადო ყურადღებას, არ უქმნიან შესაბამის გარემოს, სადაც ქალები თავს დაცულად იგრძნობენ. შშმ ქალებს საქართველოში არც კარიერული განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც დამოუკიდებლად ცხოვრების უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია მათთვის. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, Movement-ის გუნდმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, სადაც საქართველოში მცხოვრები შშმ ქალები თავიანთი მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ საუბრობენ. ფილმი Movement-მა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნა.