ივანე ჩხაიძე განმარტავს, როგორ უნდა უმკურნალონ მშობლებმა მწვავე რესპირაციული ვირუსით ინფიცირებულ ბავშვებს ბინაზე და რა შემთხვევაშია საჭირო კლინიკაში გადაყვანა. როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, სასურველია მან „პარაცეტამოლი“ მიიღოს სიროფის სახით, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი - „იბუპროფენი“, ისიც სიროფის სახით. ამასთან, მისი თქმით ექიმები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ტემპერატურის მართვაში ანტიბიოტიკების ჩართვას, რაც მისივე შეფასებით, ბავშვისთვის "პოტენციურ საშიშროებას" წარმოადგენს. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ბავშვის კლინიკაში წაყვანის დაუყოვნებლივ ჩვენებას წარმოადგენს ძლიერი ღებინება, საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა და საერთო სისუსტე.