ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების საქმის პროკურორი ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, სხვა პირების ბრალეულობის გამოკვეთას და დაკავებულების მიმართ ბრალის დამძიმებასაც არ გამორიცხავს. პროკურატურამ დანიშნული ექსპერტიზების გამო საგამოძიებო ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. საგამოძიებო ვადა დაახლოებით, 2 თვით გახანგრძლივდა.