დღესვე დედაქალაქის მერმა მიუსაფარ ძაღლებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გამრავლების საკითხები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება.კახა კალაძის თქმით საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხებში. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კანონპროექტით რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა ცხოველების გამრავლება, მათი აღრიცხვა-რეგისტრაცია, მეპატრონეების მხრიდან ცხოველების მიტოვება, ცხოველების ორთაბრძოლების აკრძალვა, შესაბამისი ბიზნეს სუბიექტების - მომშენებლების, ვეტერინარული კლინიკების, ცხოველთა ბაზრობებისა და სასტუმროების საქმიანობა.