ექსპერეზიდენტის ადვოკატები სასამართლოს სასჯელისგან გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების შუამდგომლობებით მიმართავენ. სამედიცინო ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა მის გასაჯაროვებაზე უარი განაცხადა. პარალელურად, იუსტიციის სამინისტრომ გამოთქვა მზაობა კლინიკა ვივა მედში სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოელი ექიმები დაუშვან. თემას გამოხმარება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრშიც.