სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის „ვივამედში“ მონახულების შედეგად შეექმნა.