საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ნაყოფიერი კავშირები.