უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის საავადმყოფოებში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 720-ზე მეტი დაჭრილი ოკუპანტი გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულებები კი სავსეა „რაშისტებით“. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ ძლიერად დაარტყეს მტერს. გასული დღის განმავლობაში მათ ოკუპანტების პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე 15 დარტყმა განახორციელეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დროებით ოკუპირებულ გორლივკაში მდებარე ერთ-ერთი სამოქალაქო საავადმყოფო სამხედრო ჰოსპიტალად გადაკეთდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის შესვლა მთლიანად შეზღუდულია და პაციენტების ნახვის უფლება მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს.