კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული. მისივე თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ დედაქალაქის 2023 წლის სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ უკრაინელების მიმართ ნიშნისმოგებაა, უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაციაა.