თბილისში რეგიონული კონფერენცია სახელწოდებით ,,ცივი ჯაჭვის“ მართვა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია რეგიონისთვის პირველია და მის მიზანს სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა და რეგიონის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერება წარმოადგენს. ღონისძიებაში 100-მდე კომპანია მონაწილეობდა საქართველოდან და აზერაიჯანიდან. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სხვადსხვა სტრუქტურის წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ფერმერების ცოდნის ამაღლებას, თუ როგორ შეძლოს მიმწოდებელმა ექსპორტზე პროდუქტის სწორად და ჯანსაღ მდგომარეობაში გატანა, ეს კი თავის მხრივ, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის. ღონისძიება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.