ახალი ამბების ტელევიზია „პალიტრანიუსი“ იუბილარია. ტელეკომპანია 7 წლის გახდა. თუ გსურთ მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია მიუკერძოებლად და ობიექტურად, ასევე, იყოთ ინფორმირებული მიმდინარე მოვლენების შესახებ, უყურეთ "პალიტრანიუსს“. ტელეკომპანია როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საინტერესო სიახლეებს გაცნობთ. საინფორმაციო სამსახურის მთელი გუნდი ულოცავს ახალი ამბების ტელევიზიას იუბილეს და უამრავ წარმატებას უსურვებს განვითარების გზაზე.