ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში-სახალხო დამცველის აპარატმა ახალი კვლევა წარადგინა. დოკუმენტში გაანალიზებულია 2020-21წლებში განხორციელებული სისხლის სამართლის 74 საქმე და აღნიშნულია, რომ ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და რეფერირება კვლავ პრობლემად რჩება. სახალხო დამცველის , ნინო ლომჯარიას შეფასებით, ამგვარი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება და შესაბამისი ზომების მიღება საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.