„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი შემთხვევის საქმეზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი კი დაიჭრა, განაჩენი რამდენიმე წუთში გამოცხადდება. რამდენიმე თვის წინ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექს "დირსთან" მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა 38 წლის მამაკაცი, გრიგოლ დოჩია დააკავეს. ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა.