14 წლის შემდეგ რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში, ნატოს შეხვედრა კვლავ იმართება. 30 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სხვადასხვა თემის, მათ შორის უკრაინაში არსებული სიტუაციისა და ღია კარის პოლიტიკის განსახილველად შეიკრიბა. გუშინ ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოსადმი მხარდაჭერის აუცილებლობას კიდევე ერთხელ გაესვა ხაზი. დღეს კი სულ ცოტახანში ნატოს გენერალური მდივანი, შვედეთის და ფინეთის წარმომადგენლებთან ერთად ქართულ დელეგაციასაც შეხვდება . უფრო დეტალურად მინისტერიალისა და გაკეთებული განცხადებების შესახებ ჩენი ჟურნალისტი ქრისტი შამათავა მოგვიყვება.