რამდენიმე საათში ცენტრი „ემპათია“ საგანგებო ბრიფინგს გამართავს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საექსპერტო დასკვნის ნაწილს გაასაჯაროებს. ამის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები სასჯელის გადავადებაზე სასამართლოს მიმართავენ. ექსპრეზიდენტის ადვოკატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს სამი ისეთი დიაგნოზი დაუდგინდა, რომლის გამოც შესაძლოა მოსამართლემ ის პატიმრობიდან გაათავისუფლოს.