საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრა დაგეგმილია ასევე ბუნდესტაგის კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებთან.