უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირთან საკუთარ თამაშს თამაშობს და ზოგჯერ უკრაინას, ამ ურთიერთობის მძევლად იყენებს. დმიტრო კულებამ რიგით უნგრელებს მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინელებს არანაირი მტრობა არ აქვთ უნგრელების მიმართ. მისი თქმით, უნგრელი და უკრიანელი ხალხი ყოველთვის მეგობრობდა და მათ გასაყოფი არაფერი აქვთ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება უნგრეთის იტნერესებში უნდა იყოს.