ბოლო ორი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთავარი განხილვის საკითხია. საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფიგნზე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერი უცხოელი ექიმი მკურნალობის პროცესში ჩაერთოს. მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას რომ ყოფილი პრეზიდენტი მოწამლულია, უარყოფს. პარალელურად ოპოზიცია მკაცრად ითხოვს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ხელისუფლების პოზიცია კი უცვლელია.