საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო სთავაზობს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს.
ამის შესახებ ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.