„დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი შემთხვევის საქმე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი კი დაიჭრა, დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნულ საქმეზე დაკავებული გრიგოლ დოჩია ბრალს არ აღიარებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს, საბოლოო სიტყვით ისარგებლებს თავად ბრალდებული, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.