სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, ქალაქში გადაადგილება ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მოსახლეობას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული პროექტები გააცნო. მისი თქმით, 2023 წელს ქალაქის მერია 200 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. დაინერგება ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემაც, რაც საცობების შემცირებას უზრუნველყოფს.