„ნაციონალური მოძრაობიდან“, ორი მოწვევის პარლამენტის წევრმა მამუკა გაჩეჩილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. როგორც თავად აღნიშნა, მას პილიტიკური საბჭოდან 7 ადამიანის მხარდაჭერა აქვს.
გაჩეჩილაძის შეფასებით, პარტიაში ბოლო პერიოდში არაჯანსაღი შიდა კონფლიქტები დაიწყო, 10 წელია პარტია ყველა არჩევნებს აგებს და ამის ანალიზი არ ხდება. მისივე თქმით, პატიმრობის შემდეგ ნიკა მელიას სიტყვა და ქმედებები ერთმანეთს დაცილებულია. გაჩეჩილაძის განცხადებით, თავმჯდომარეობის არჩევნებში გამრჯვების შემთხვევაში მისი მთავარი მიზანი პარტიის შიგნით კონსესუსი იქნება.