ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში აზერბაიჯანის ინვესტიციები 100 მლნ დოლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ აზრბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის ფონზე ამ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციების ჩადებას იწყებს. „ეს პროექტი 100 მლნ დოლარზე მეტი დაგვიჯდება,“ - აცხადებს ალიევი. მისივე თქმით, პროექტი წელიწადში ან წელიწადნახევარში დასრულდება. ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, ასევე, სარკინიგზო სისტემის მოდერნიზაციაში, სატრანსპორტო, განსაკუთრებით საჰაერო და ტვირთების ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურაში დებს ინვესტიეციებს. ამ სამუშაოების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, სავაჭრო პორტის გადაზიდვის წლიური სიმძლავრის 15 მილიონიდან 25 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება.
„დღეს მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა და საჭიროა აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდა,“ - აცხადებს ალიევი.