EastFruit-ის ანალიტიკოსები კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას საქართველოში კარტოფილის წარმოებასა და რეალიზაციაზე. სამცხე-ჯავახეთს - როგორც ამ პროდუქტის მთავარ მწარმოებელ რეგიონს, სეზონზე ცუდი მოსავალი ჰქონდა, რამაც კარტოფილზე ფასების ზრდა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი იმაზე მოიუთითებს, რომ საქართველოს ამ ბოსტნეულის იმპორტის გაზრდა მოუწევს. ამჟამად იმპორტის მოცულობა მცირეა, თუმცა ფასები კვლავ იზრდება. დღეისათვის, საბითუმო ბაზარზე მოვაჭრეები კარტოფილს 1 კილოგრამს საშუალოდ 2 ლარად ყიდიან. აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული და ადგილობრივი კარტოფილის ფასი თითქმის ერთნაირია. ოქტომბრის ოფიციალური ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველომ 530 ტონა კარტოფილი შემოიტანა. ძირითადი მომწოდებლები არიან ყირგიზეთი, ყაზახეთი და სომხეთი. ოქტომბერში იმპორტის მოცულობა სამცხე-ჯავახეთის მოსავლის 1%-ზე ნაკლებია. ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები აღნიშნავენ, რომ მაღალმა ფასებმა შესაძლებელი გახადა იმპორტი, მაგრამ იმპორტმა ჯერ ვერ შეძლო ფასების დარეგულირება და მითუმეტეს - შემცირება. ადგილობრივი მარაგები სწრაფად იწურება და შესაძლებელია ფასების შემდგომი ზრდა. იმპორტი უდავოდ გაიზრდება უახლოეს თვეებში სეზონის დასასრულის მოახლოებასთან ერთად. საქართველოში კარტოფილის შემდეგი მსხვილი მოსავალი 2023 წლის მაისში დაიწყება. მანამდე კი, მეზობელ ქვეყნებს საქართველოში კარტოფილის ექსპორტის შესაძლებლობა ექნებათ.