2017 წლიდან 2022 წლის სექტემბრამდე „112“-ის მობილური აპლიკაცია მომხმარებლებმა 22 684-ჯერ გამოიყენეს. აღნიშნულ პერიოდში აპლიკაცია სულ 66138-მა პირმა გადმოწერა. რაც შეეხება აპლიკაციის კონკრეტული ფუნქციების გამოყენებას, 2017 წლიდან 2022 წლის სექტემბრამდე აპლიკაციის ჩუმი განგაშის სიგნალით 2399-ჯერ ისარგებლეს, SMS ფუნქცია 6230-ჯერ გამოიყენეს, ზარი კი აპლიკაციიდან 14055-ჯერ განახორციელეს.