ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა დატოვეს. როგორც მათ განმარტეს, სხდომა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად დატოვეს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების გახსნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტი კამპანია ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.