„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქცია გაიმართება. როგორც ხაბეიშვილმა გუშინ გვიან ღამით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აქციაზე ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა იქნება. ხაბეიშვილის თქმით მხარდამჭერების ინფორმირებისა და ოლიგარქის წინააღმდეგ მოსახლეობის მობილიზებისთვის ხვალიდან ის რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.