ბუქარესტში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლ ტენბერგის განცხადებით, შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის, ისევე როგორც რუსეთის ზეწოლის წინაშე მდგარი სხვა პარტნიორების - ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერის გზებს. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხვალ დასრულდება. სამიტზე მიწვეულები არიან პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრები.