ზღვისუბნის დასახლებაში, ძმები ჭილაშვილების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა სრულდება. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 5 150 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ბოლო ეტაპის სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს. პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოყო.