პორტუგალიამ და ურუგვაიმ H ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა გამართეს. პირველ ნახევარში თითქმის თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და ორივე გუნდის კართან რამდენიმე მომენტი შეიქმნა. პორტუგალია ორგანიზებული შეტევებით ცდილობდა გოლის გატანას, ხოლო ურუგვაი კონტრ შეტევებზე ელოდებოდა თავის შანსს. გამორჩეული მომენტი შეექმნა ბენტაკურს, რომელმაც ეფექუტური თამაშით პორტუგალიის მცველები მოატყუა და ბოლოს მეკარემ აჯობა.
მეორე ტაიმი პორტუგალიამ ბევრად აქტიურად დაიწყო, 54-ე წუთზე ბრუნო ფერნანდესმა საჯარიმოში ჩააწოდა, რონალდო ბურთზე ახტა და გოლი გავიდა, საბოლოოდ გოლი ბრუნოს ჩაეთვალა და ანგარიში გაიხსნა. ურუგვაი ამის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა და შეცვლაზე შემოსულ ლუის სუარესსა და მაქწსი გომეს კარგი შანსები ჰქონდათ გატანის. თუმცა მატჩის მიწურულს ბრუნო ფერნანდეშმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და თვითონვე გამოიყენა და საბოლოოდ ევროპელებმა 2:0 იმარჯვეს. ამ გამარჯვებით პორტუგალია პლეიოფში გასული მესამე გუნდია, ხოლო ურუგვაის შემდეგი ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა ბოლო ტურშ მოუწევს.