მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, ერთმანეთს სერბეთი და კამერუნი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.
მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. უპირატესობას თავდაპირველად სერბები დაეუფლნენ, თუმცა 29-ე წუთზე ჟან შარლ-კასტელეტომ ანგარიში გახსნა. 2014 წლის შემდეგ ეს გახლავთ კამერუნის ნაკრების პირველი გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ამის შემდეგ დრაგან სტოიაკოვიჩის გუნდმა შეტევები განაგრძო. 46-ე წუთზე დუშან ტადიჩის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს სტრაინია პავლოვიჩის გოლი მოჰყვა. 2 წუთში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა საჯარიმოდან ულამაზესი დარტყმით სერბეთის ნაკრები წინ გაიყვანა - ტაიმი სერბების გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარში მიტროვიჩმა ლამაზი კომბინაციის შედეგად მეტოქესთან სხვაობა გაზარდა, რის შემდეგაც უკვე აფრიკული გუნდი გააქტიურდა.
ცვლილებაზე ახლად შემოსული ვინსენტ აბუბაკარი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ოსტატურად იმოქმედა და მილინკოვიჩ-სავიჩს ბურთი თავზე გადაუგდო. გოლის ავტორმა 2 წუთში გოლს საგოლე პასიც მიამატა და ჩუპო-მოტინგმა ანგარიში გაათანაბრა.
ცნობისთვის, ამ ჯგუფში ბოლო ტური 2 დეკემბერს გაიმართება. სერბეთი შვეიცარიას, ხოლო კამერუნი ბრაზილიას დაუპირისპირდება.