მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფში ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ბრაზილიამ 1:0 დაამარცხა შვეიცარია. სამხრეთ ამერიკულ გუნდს მატჩის წინ საკადრო პრობლემები შეექმნა და ტრავმის გამო ერთდროულად ორი სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელი ნეიმარი და დანილო გამოაკლდათ. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარი აღმოჩნდა, ორივე ნაკრები ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა საბოლოო მიზნამდე ვერ მიდიოდნენ. კარგი შანსი ჰქონდა ვინისიუს, რომელმაც ბოლო მომენტში დარტყმა ვეღარ მოახერხა.
ანალოგიური სიტუაციით წარიმართა მეორე ტაიმიც, 64 წუთზე ბრაზილიამ გოლი გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარის გამო გოლი არ ჩათვალა. ბოლო წუთებში სელესაო კიდებ უფრო გააქტიურდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 83-ე წუთზე ვინისიუსი როდრიგო კაზემიროს გათამაშებას ამ უკანასკნელის ულამაზესი გოლი მოყვა. მატჩი ბრაზილიის გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და პირველი ადგილით პლეიოფში გავიდა.