BBC-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, ირანელმა ფეხბურთლებმა უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე ინგლისის წინააღმდეგ მატჩის წინ, ისინი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებთან შეხვედრაზე დაიბარეს და უთხრეს, რომ მათ ოჯახებს „ძალადობა და წამება“ ემუქრებათ, თუ ეროვნულ ჰიმნს არ შეასრულებენ, ან თეირანის რეჟიმის წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკურ პროტესტს შეურთდებიან.