ბრიტანეთის დაზვერვა ახალ ანგარიშს აქვეყნებს . ანგარიშში წერია, რომ უკრაინის ჯარების მიერ 11-ტ ნოემბერს ხერსონის გათავისუფლების შემდეგ რუსეთის ჯარები ქალაქს ყოველდღიურად საარტილერიო ცეცხლს უხსნიან. უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ 24 ნოემბერს ათი ადამიანი დაიღუპა, გუშინ კი რაიონში 54 საარტილერიო იერიში დარეგისტრირდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქალაქი მოწყვლადია, ვინაიდან ის რუსეთის საარტილერიო სისტემების უდიდესი ნაწილის წვდომის ფარგლებში რჩება. როგორც დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, ხერსონს ყველაზე დიდ ზარალს რუსეთის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები აყენებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.