ევროკავშირის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა „ევროკავშირის დანაშაულების“ სიას დაემატება. საბჭოში განმარტავენ, რომ შემაკავებელი ზომების დარღვევის დამატება „ევროკავშირის დანაშაულთა“ სიაში მიზნად ისახავს, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების, ევროკავშირის მასშტაბით თანაბრად შესრულების უზრუნველყოფას და სანქციების გვერდის ავლის, ან დარღვევის მცდელობების პრევენციას. გადაწყვეტილება ევროპარლამენტშიც უნდა განიხილონ და დაამტკიცონ.