კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. ერთობლივად გადაღებული ფოტო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, გამოაქვეყნეს. "დღეს ვართ კიევში უკრაინის მიმართ ჩვენი სრული სოლიდარობის ნიშნად. მიუხედავად რუსული რაკეტების "წვიმისა" და ბარბაროსული სისასტიკისა, უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს გაბრიელიუს ლანდს ბერგისი.