სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტები გამოავლინა, რის შემდეგაც 4 სამართალდამცავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. დანაშაულში მხილებულები სპეციალური პენიტენციური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან.