მთავრობამ პარლამენტს “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის თანახმად, აზარტულ ონლაინ თამაშებზე ნებართვის სახეები შემოდის - კერძოდ, ეს არის სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების, ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობები. რისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი სანებართვო მოსაკრებელი - თოთოეული სახეობის ნებართვისათვის, წელიწადში 100 000 ლარის ოდენობით. პროექტის მიხედვით წესდება ახალი სახის დარღვევებზე შესაბამისი ჯარიმები.