საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები. ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ მუხტარ ბაბაიევთან შეხვედრის დროს. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას. ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს.