მთავრობის სხდომაზე პრეიმიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში, დაახლოებით, 100 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე ჩამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზეც ისაუბრა. როგორც პრემიერი განმარტავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება ახალი ბაღები და დაგეგმილია 500-ი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მისივე განცხადებით პირველი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის 1000-ი ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება.