უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყების დროიდან უკრაინაში დაკარგულად 329 ბავშვი ითვლება. უწყების ცნობით, 12 034 ბავშვი რუსეთშია დეპორტირებული.
“2022 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით: დაკარგულია 329, დეპორტირებულია 12 034 და ნაპოვნია - 7 819 ბავშვი“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
უწყების ცნობით, ციფრები საბოლოო არაა, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ფრონტის ხაზიდან, უკრაინის ოკუპირებული და განთავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მონაცემების გადამოწმებისთვის.