PETA-ს პირველი საშობაო რეკლამა, რომელიც ანიმაციის სტუდია Dream Farm-ის მიერ შეიქმნა, ინდაურების განსხვავებულ „ბედს“ წარმოგვიდგენს. სიუჟეტი იმით იწყება, რომ ინდაურები სატვირთო მანქანით მიჰყავთ „სასაკლაოსკენ“ — მათ შორისაა ტობი, რომელსაც დედა გაღებული კარებიდან ჩამოაგდებს, რათა სიკვდილისგან იხსნას და ალტერნატიული მომავალი შეუქმნას. სწორედ ამ დროს ხვდება ტობი მომავალ ოჯახს.
მოკლემეტრაჟიანი ფილმის განმავლობაში მაყურებელი გაურკვევლობაშია — არავინ იცის, ტობი საშობაო სუფრას „დაამშვენებს“ თუ გადაურჩება ასეთი არსებებისთვის განკუთვნილ ბედს. თუმცა, საბედნიეროდ, სცენა მთავრდება იმით, რომ ინდაური ოჯახის წევრებთან ერთად ზის და გემრიელად მიირთმევს სადილს.როგორც ცხოველთა უფლებების დაცვის ჯგუფი აღნიშნავს, ტობისგან განსხვავებით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, საშობაო ვახშმისთვის ყოველწლიურად 9-დან 11 მილიონამდე ინდაურს კლავენ. ამ რეკლამით კი PETA საზოგადოებას ახსენებს, რომ დღესასწაულის აღნიშვნა ფრინველებისა და ცხოველების დახოცვის გარეშეც შეიძლება.