შეერთებულ შტატებსა და რუსეთს აქვთ ბირთვული რისკების მართვის გზები სადაზვერვო სააგენტოებს შორის მოლაპარაკებების გზით, - ამის შესახებ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ელიზაბეტ რუდმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის უილიამ ბერნსის რუს კოლეგასთან შეხვედრის მიზანი. რუდი ამბობს,რომ უილიამ ბერნსს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი არ განუხილავს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუს კოლეგას, სერგეი ნარიშკინს მიმდინარე თვის დასაწყისში თურქეთში შეხვდა.