თურქული ბანკები მსოფლიოში ყველაზე იაფ სესხს გასცემენ, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეულ მომხმარებლებს ეხებათ. პოლიტიკოსებს სურთ, რომ მომავალი წლის არჩევნებამდე შესაძლო მონეტარული კრიზისი თავიდან აირიდონ. კომერციულ გამსესხებლებს უწევთ, უპირატესობა მიანიჭონ ექსპორტიორებსა და მცირე ბიზნესს, რასაც სამუშაო ბაზრის დაახლოებით სამი-მეოთხედი უკავია. ბანკებს შეუძლიათ „რჩეულ“ კლიენტებს იაფი სესხი დაუმტკიცონ ან სხვებს სესხი უფრო მაღალ ფასად მისცენ. ეს უკანასკნელი კი მათ მიერ დიდი მოცულობის სამთავრობო ვალის გამოსყიდვას გულისხმობს, რაც არც თუ ისე მომგებიანი არჩევანია. საქმეში ჩახედული პირების ცნობით, ცენტრალურმა ბანკმა კომერციული ბანკების აღმასრულებლებს აცნობა, რომ არჩევნებამდე პოლიტიკის ცვლილების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. სტამბოლის ერთ-ერთი წამყვანი ეკონომისტის თქმით კი, აღნიშნული ზომები უარყოფითად აისახება საბანკო სისტემაზე და სესხების ნაკლებობამ, შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შეამციროს.